ბლოკის ბიზნესი

ბლოკის დანადგარები და მოზაიკური ბილიკის – ქვაფენილის ქვის დასამზადებელი დანადგარები დღეს საკმაოდ აქტუალური თემაა. სამშენებლო მასალის ბლოკების (დაპრესილი აგურის) სახით დამზადება ყოველთვის მოთხოვნადია. ყოველ წელს საქართველოში მატულობს მშენებლობა, დეკორაციული მრეწველობა, იქნება ეს ეზო, ტროტუარები, თუ ქვაფენილი საჭიროა საიდანღაც ამ მოთხოვნის კომპენსირება. მოთხოვნის ზრდად კოეფიციენტთან ერთად გეძლევათ თქვენი ბიზნესის წამოწყების, გაზრდის, სარგებლის ნახვის საშუალება.

მუსან ჯგუფი მეორადი ბილიკის დანადგარების სავაჭრო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. Mussan Group-ად წოდებული ეს საწარმო მეორადი დანადგარების სექტორში თავისი საკუთარი ძალებით 2009 წლიდანაა შესული. მისი მარკეტინგი დაფუძნებული უშუალოდ მყიდველის ინტერესზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული მაჩვენებელი კი ჩვენს საქმიანობაში, დანადგარების დასამზადებელი ქარხნისათვის კლიენტის პოვნა მევაჭრეების და გადამყიდველების ჩარევის გარეშე, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს მეორადი თუ ახალი საქონლის ქარხანის მიერ დადგენილი ფასი. რადგან ჩვენ მიერ მოცემული ორ წლიანი გარანტიაში შედის როგორც ახალი ასევე განახლებული მეორადი დანადგარებიც, ჩვენთვის მარტივდება მომხმარებლის ნდობის შენარჩუნება და ბილიკის დასამზადებელი დანადგარის მეორედ ყიდვა.

რა თვისებებს ატარებს ქვის ბილიკი?

მოზაიკური ტიპის ბეტონის ბილიკები გამძლეა დიდი წონის, მტვრევადობის, კოროზიის ყინვისა და წვიმის მიმართ. მისი სასიარულო ბილიკად გამოყენება ნიშნავს მშრალ და მჟონავ სასიარულო ნიადაგს ძლიერი წვიმის დროს.

ქვის ბილიკის სიმკვრივე მოცულობის პროპორციული განაწილების შემთხვევაში 15 სმ სისქის ბეტონის ნარევის ტოლია. ეს ქვის ბილიკისდანადგარის საშუალებით დამზადებული ქვა ასფალტზე და დრენაჯულ ბილიკზე გაცილებით გამძლეა. მისი წონის მიმართ სიმაგრის გამძლეობა, ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე 450-დან 600 კილოგრამამდეა. გაღუნვის გამძლეობა კვადრატულ სანტიმეტრზე 60 კგ-ის ტოლია.
Continue reading “ბლოკის ბიზნესი”