blokis danadgarebi

blokis danadgarebi  არის მოხერხებული, კომპაქტური. ზოგ მოდელს დამონტაჟებული აქვს ძრავები, რის საშუალებითაც შეგიძლიათ ძალის დატანის მაგივრად ღილაკზე დაჭერით შეასრულოთ ოპერაცია. ბლოკის დანადგარების მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ბრტყელ ზედაპირზე ყალიბის საშუალებით ცემენტის ნარევის დაპრესვა და ბლოკის ფორმის მიცემა. სამშენებლო ბლოკების ფორმა დამოკიდებულია იმ ყალიბის ტიპზე, რომელიც დამონტაჟებულია დანადგარზე. ჩვენი ყალიბების ფართო არჩევანი გაძლევთ საშუალებას პირდაპირ აირჩიოთ სასურველი ნაწარმი შეკვეთის სახით.

თქვენთვის მოცემულ მოზაიკური ბლოკის დასამზადებელი დანადგარების ფასებში ჩართულია აგრეთვე ორ წლიანი გარანტია. ბლოკის დანადგარების გარანტია ვრცელდება არა მხოლოდ ახალ არამედ მეორად პროდუქციაზეც.

ჩვენი თურქული კომპანია – მუსან ჯგუფი, ვახორციელებთ ბლოკის დანადგარების (ბლოკის, ქვაფენილის, ბარდიურის), ცემენტისა, მზა ბეტონის ქარხნების, მარმარილოს წარმოებასა და ექსპორტს. საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება ზემოთ ჩამოთვლილი დარგები. ზოგიერთი მოქალაქე კი ახლა იწყებს შესვლას ამ სფეროში ბლოკის დანადგარის ბიზნესით.

ამ ბლოკის დანადგარის მუშაობისათვის სავალდებულოა ჰქონდეს სამოძრაოდ თავისუფალი სივრცე, ღია თუ დახურული, სწორი ბეტონის იატაკით რათა ძირს დადებულმა, დაპრესილმა აგურმა არ დაკარგოს თავისი ფორმა. ამასთანავე მისი კომპაქტურობის ფუნქციის შესანარჩუნებლად არ აქვს დამონტაჟებული ბეტონის სარევი, ასე რომ თქვენ დაგჭირდებათ უკვე დასაბეჭდად გამზადებული ბეტონის ჩასხმა ბუნკერში, ხშირ შემთხვევაში ამას ექსკავატორის დახმარებით აგვარებენ.

ჩვენი ქარხნების ასარჩევად გჭირდებათ ჯერ გაიანგარიშოთ:

  • რა დღიური რაოდენობის ბლოკის ან ბილიკის დაბეჭდა გჭირდებათ,
  • რა ზომის და ტიპის ბლოკის დამზადება გსურთ,
  • გიღირთ თუ არა ფასის გაზრდის ხარჯზე დამხმარე მუშახელის შემცირება,
  • რა ფართობი გაქვთ გამოყოფილი ამ ქარხანის სრული მუშაობისათვის.

ჩვენ გვაქვს უამრავი ტიპის blokis danadgarebi, რომლებიც, როგრც მიხვდით ერთმანეთისგან გასხვავდება ბეჭვდის სიჩქარით, მუშახელის საჭიროებითა და საწყისი მინიმალური ფართობით.

 

ბლოკის ბიზნესი

ბლოკის დანადგარები და მოზაიკური ბილიკის – ქვაფენილის ქვის დასამზადებელი დანადგარები დღეს საკმაოდ აქტუალური თემაა. სამშენებლო მასალის ბლოკების (დაპრესილი აგურის) სახით დამზადება ყოველთვის მოთხოვნადია. ყოველ წელს საქართველოში მატულობს მშენებლობა, დეკორაციული მრეწველობა, იქნება ეს ეზო, ტროტუარები, თუ ქვაფენილი საჭიროა საიდანღაც ამ მოთხოვნის კომპენსირება. მოთხოვნის ზრდად კოეფიციენტთან ერთად გეძლევათ თქვენი ბიზნესის წამოწყების, გაზრდის, სარგებლის ნახვის საშუალება.

მუსან ჯგუფი მეორადი ბილიკის დანადგარების სავაჭრო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. Mussan Group-ად წოდებული ეს საწარმო მეორადი დანადგარების სექტორში თავისი საკუთარი ძალებით 2009 წლიდანაა შესული. მისი მარკეტინგი დაფუძნებული უშუალოდ მყიდველის ინტერესზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული მაჩვენებელი კი ჩვენს საქმიანობაში, დანადგარების დასამზადებელი ქარხნისათვის კლიენტის პოვნა მევაჭრეების და გადამყიდველების ჩარევის გარეშე, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს მეორადი თუ ახალი საქონლის ქარხანის მიერ დადგენილი ფასი. რადგან ჩვენ მიერ მოცემული ორ წლიანი გარანტიაში შედის როგორც ახალი ასევე განახლებული მეორადი დანადგარებიც, ჩვენთვის მარტივდება მომხმარებლის ნდობის შენარჩუნება და ბილიკის დასამზადებელი დანადგარის მეორედ ყიდვა.

რა თვისებებს ატარებს ქვის ბილიკი?

მოზაიკური ტიპის ბეტონის ბილიკები გამძლეა დიდი წონის, მტვრევადობის, კოროზიის ყინვისა და წვიმის მიმართ. მისი სასიარულო ბილიკად გამოყენება ნიშნავს მშრალ და მჟონავ სასიარულო ნიადაგს ძლიერი წვიმის დროს.

ქვის ბილიკის სიმკვრივე მოცულობის პროპორციული განაწილების შემთხვევაში 15 სმ სისქის ბეტონის ნარევის ტოლია. ეს ქვის ბილიკისდანადგარის საშუალებით დამზადებული ქვა ასფალტზე და დრენაჯულ ბილიკზე გაცილებით გამძლეა. მისი წონის მიმართ სიმაგრის გამძლეობა, ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე 450-დან 600 კილოგრამამდეა. გაღუნვის გამძლეობა კვადრატულ სანტიმეტრზე 60 კგ-ის ტოლია.
Continue reading “ბლოკის ბიზნესი”

მეორადი ბლოკის ცეხი

ბლოკის დანადგარის მინი ცეხის მუშაობის პრინციპი:

  1. სპეციალურ სარევში იყრება საჭირო პროპორციით ბლოკის შემადგენელი კომპონენტები წყალთან ერთად.
  2. ნარევის აზელვის შემდეგ შემდეგ ავტომატურად იტვირთება (საზელზე მაკონტროლებლის კონტროლით) სატარებელ ბილიკზე, ისე რომ აღარ არის საჭირო არც ექსკავატორის არც მუშახელის დახმარებით ამ მასალის ჩატვირთვა საპრეს დანადგარზე.
  3. ბილიკიდან ეს ნარევი ჩაედინება ბლოკის დანადგარის (blokis cexi) ბუნკერში სადაც გროვდება მანამ სანამ მემანქანე არ ჩართავს საპრესს და არ დაიწყებს დაბეჭდვას.
  4. ბიცარზე ბლოკების დაბეჭდვის შემდეგ, ადგილიდან დაუძრელად მოხდება მათი ფიცრიანად გაცურება. ამ დანადგართან ერთად მოყოლებული სპეციალური საწევი “ურიკა” გაძლევთ საშუალებას ადვილად შეაცუროთ ფიცარი და გადაიტანოთ სასურველ ადგილას.

სტანდარტული ბლოკის ცეხი:

ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს ეგრეთ წოდებულ სტანდარტულ პაკეტს ემატება რამოდენიმე კომპნენტი: ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირით, კონვეიერის ბილიკი, ცისტერნა, ცემენტის, სატვირთი მილი.

  1. ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირი: გაძლევთ საშუალებას გადაანაწილოთ სხვადასხვა ბლოკში დანამატი მასალა ისე რომ შეიძლებოდეს მისი ხარისხიანად შერევა ცემენტსა და წყალთან შეხებამდე.
  2. დამატებითი კონვეიერის ბილიკი: ქვასა და დანამატებს უკვე გადანაწილებულსა და შესარევად გამზადებულს ყრის საზელში.
  3. ცისტერნა: მასში მოთავსებულია ცემენტის მასა რომელიც იყრება სარევში.
  4. ცემენტის სატვირთი მილი: აგრეგატი,რომლის საშუალებითაც მას ცემენტი იყრება საზელში.

ბლოკის დანადგარის ფასი დამოკიდებულია მის ბლოკის ერთეულების გამომუშავების და ამისათვის საჭირო მუშახელის ექსპლოატაციაზე.

მანუალური დანადგარის მაქსიმალური მონაცემები:

  • წარმოების სიჩქარე : 8 საათში ( 20x40x20)         11000 ცალი ბლოკი.
  • ჯამური ძალა (კვტ):                                     79
  • მონტაჟის ფართობი ( მ2 ):                            1750
  • ერთ ბეჭდაზე:                                           10 ც. 20-იანი/ 12 ც. 15-იანი/ 14 ც. 10-იანი ბლოკი/ 25 ც. ფასადის (ბილიკის ქვა)
  • პადონის ზომა:                                          95 x 115 x 4 სმ
  • წარმოებისთვის საჭირო პერსონალი :              6 მუშახელი
  • გადაზიდვის მოცულობა:                              3 ცალი 40’-იანი და 1 ცალი 20’ -იანი კონტეინერი

მანუალური დანადგარის მინიმალური მონაცემები:

  • წარმოების სიჩქარე : 8 საათში ( 20x40x20)         2.500 ცალი ბლოკი.
  • ჯამური ძალა (კვტ):                                    37
  • მონტაჟის ფართობი ( მ2 ):                           750
  • ერთ ბეჭდაზე:                                           4 ც. 20-იანი/ 6 ც. 15-იანი/ 8ც. 10-იანი ბლოკი/ 12 ც. ფასადის (მოზაიკური ქვა)
  • პადონის ზომა:                                          50 x 90 x 4 სმ
  • წარმოებისთვის საჭირო პერსონალი :              8 მუშახელი
  • გადაზიდვის მოცულობა:                              1 ცალი 20’-იანი კონტეინერი

როგორც ჩანს მონაცემებზე დაყრდნობით, ქარხანის ფართობი და მისი გადაზიდვის საშუალებით კონტეინერების რაოდენობაც კი მეტყველებს ფასზე. რაც დიდია ბრუნვის მოცულობა მით იზრდება თვით დანადგარის სიმძლავრე. დამატებითი ინფრმაციისათვის დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ჩემს პირადზე საქართველო: +955 568 000 865 თურქეთი: (+90) 536 223 01 46 გიორგი

ბლოკის დანადგარები

ბლოკის დანადგარი

 

ჩვენს საიტზე მოიძებნება როგორც პროდუქციის არჩევანი ასევე მათი ერთმანეთთან შედარებითი გამასხვავებელი დეტალებიც. მაგალითად ბლოკის დანადგარის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია რამოდენიმე პარამეტრი: მონტაჟისათვის რეკომენდირებული ფართობი, რეკომენდირებული მუშახელის რაოდენობა, დღიური ბლოკ-ერთეულის გამომუშავება და მსგავსი. მინიმალური დანახარჯებისათვის საკმარისია შეიძინოთ ხელით მომუშავე საპრესი blokis cexi, მისი დაბალი ფასი გაძლევთ საშუალებას დიდი დანახარჯის გარეშე შეძლოთ სავაჭრო ბიზნესისათვის ნიადაგის გამზადება დიდი პროექტებისათვის; გათვალოთ სავარაუდო ხარჯები, მოგება ან წლიუი ბრუნვა მანამ, სანამ არ გადაწყვეტთ სამუშაო მოცულობის გაზრდას. თუ ოდესმე გქონიათ სურვილი შეისწალოთ ბაზარი, მანამ სანამ ჩადებთ ამ ბიზნესში ფულს, კარგი არჩევანია ხელის ბლოკის დანადგარები.

Mussan ჯგუფის საიტი “Blokis Danadgarebi” არის თურქეთში დაფუძნებული ბროკერული კომპანია, რომელიც თავისი ფართო ქსელით ცნობილია საქართველოში ბლოკის დანადგარების, ქარხნის მონტაჟითა და ვაჭრობით. ამ ქარხანა-დანადგარების ფართო არჩევანი გაძლევთ საშუალებას წამიწყოთ ან ააჩქაროთ თქვენი ახალი ბიზნესი.

ბლოკის დანადგარები
ბლოკის დანადგარები

საშუალო სიმძლავრის ბლოკის დანადგარებს შეუძლიათ 2500-დან 11000 ცალ ბლოკის დამზადება ერთ თღეში. ინტერნეტ სივრცეშიწარმოდგენილ საიტზე BlokisDanadgarebi.com და MyMarket.ge – ზე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ე.წ. ბლოკის ცეხი. ყველაზე ფართო მაშტაბური სამუშაოებისათვის ბლოკის დამზადებისათვის შესაფერისია ე.წ. blokis qarxana . მისი ბეჭვდის მაღალი სიჩქარის საფუძველზე უწევს სხვვა პროდუქციას ძლიერ კონკურენციას. რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ დადებით თვისებად, არის სამი მუშახელის საჭიროვება. ორი მუშა კონტროლისათვის და ერთი მემანქანე მთავარ პულტთან. ყველა დანარჩენი პროცესი ავტომატიზირებულია. კონვეიერიდან გამოსული მზა ბლოკები, დადებული გადასაზიდ ფილებზე, რობოტისებური მექანიზმის დახმარებით იდება ერთმანეთზე და დამზადებული ბლოკების პარტია ელოდება ამწევ-გადამზიდ მანქანას. ბლოკის სრული არხანა გამოირჩევა თავისი სიზუსტითა და მრავალფუნქციონალურობით. ჩვენი კომპანია თავის თავზე იღებს ამ ქარხანის მონტაჟსა და ყველ როგორც ყველა ჩვენს პროდუქტს აქვს, ფუნქციონალურობის გარანტიას. ბლოკის ქარხნის სრული მუშაობისათვის საჭიროა დიდი ღია ფართი.

იმის შემდეგ რაც სტარტაპი ბიზნესად გადაიქცა და გამოვიდა ინკუბატორული მდგომარეობიდან, შეგიძლიათ გადასვლა მინიმუმ 4’იან მანუალურ ბლოკის დანადგარზე. ამ დანადგარის საშუალებიტ ერთი პრესით დაიბეჭდება ათი, ოცი და ოცდაათიანი ზომის ბლოკები. ამ ბლოკების ზომების შეცვლა შეიძლება მათთვის ფორმის მიმცემი ტრაფარეტისებური ნაწილის შეცვლით. მზადდება როგორც ტროტუარის ფერადი ბილიკი აგრეთვე სრული, ნახევარბლოკი და ბარდიური.