ბლოკის ცეხი

ჩვენი კომპანია მუსან გროუფი ორიენტირებულია ბლოკის ცეხი -ს დამზადებაზე და მის საქართველოში ექსპორტზე. დაფუძნებული თურქეთში ბლოკის ცეხის მწარმოებელი კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თავის სფეროში, რომელიც კლიენტს აძლევს პროდუქციის ორ წლიან გარანტიას და ხელსუწყობს დამონტაჟებაში.

მშენებლობის დროს იხარჯება დიდი რაოდენობის ბლოკი. ათსართულიანი კორპუსისათვის საჭირო ბლოკის რაოდენობა, ჩვენი “ბლოკის ცეხის” მეშვეობით, ერთ დღეშია დამზადებადი. რადგან რამოდენიმე ბლოკის დასამზადებლად, თქვენი მხრიდან მხოლოდ მასალა დაიხარჯება, დაზოგილი თანხა აანაზღაურებს შეძენილ ნახევარ-ავტომატურ ან სრული ავტომატიზირებული ბლოკის ცეხი.

ჩვენ მიერ მიწოდებული დანადგარები განსხვავდება ბლოკის ან ფილის დამზადების სიჩქარითა და საჭირო პერსონალის რაოდენობით. მაგალითად 4.1 ტიპის ბლოკის ცეხი არის გამიზნული მინიმუმ 2500 ბლოკის წარმოებაზე (8 სამუშაო საათში). დეტალური პარამეტრების სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენი მაღაზიის საქართველოში წარმომადგენლის ბმულზე. ერთ დაბეჭვდაზე მას შეუძლია მინიმუმ 4 ცალი ბლოკის დაბეჭდა.

კიდევ ერთი ტიპის ბლოკის დანადგარს, მაგალითად, ჩამომყრელ ბლოკის დანადგარს შეუძლია თითქმის იგივე სიჩქარით დამზადება, მხოლოდ მისთვის საჭიროა დამატებითი ბულდოზერი, რომელიც კოვშით ჩაყრის მზა ბეტონის ნარევს. ამ ცეხს ჰქვია ჩამოყრით ბლოკის ცეხი რადგან დამზადების პროცესში ბრტყელ და მყარ ზედაპირზე ტოვებს დაპრესილ ბლოკებს. როგორც დადებითი მხარე არეის ძალიან პრაქტიკული და ადვილად შენახვადი, არ იკავებს დიდ ფართობს და არ ჭვავს ბევრ ელექტრო ენერგიას.

თუ თქვენ ხართ დიდი სამშენებლო ბიზნესის მწარმოებელი, ან გსურთ იქონიოთ ავტომატიზირებული ქარხანა, მაღალი ბეჭდვის სიჩქარით და მინიმალური მუშახელის გამოყენებით, მაშინ გირჩევთ სრულ ფუნქციონალურ დიდი მაშტაბისა და სიჩქარის ბარდიურისა თუ ბლოკის ცეხს. წინამორბედებისგან განსხვავდება იმით, რომ გააჩნია საყრდენიანი საინი (ე.წ. პალეტი ან ყალიბი), რომლის საშუალებითაც არ არის საჭირო გასაშრობად ბლოკების ფართო ზედაპირზე გამოფენა. საკმარისია ერთმანეთზე თაროსავით ასხმული ბლოკის ფილების ერთბაშად გადაადგილება. ასეთი ბლოკის ცეხი მოიცავს ცისტერნებს, ბეტონის ავტომატურ საზელებს და საკონვეირო ფართო ბილიკებს. ღილაკის ერთი დაჭერით შეგიძლიათ აკონტროლოთ სრული პროცესი. დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: ბლოკის ცეხი.

ბლოკის ცეხის ფასები აღწევს 300,000₾-ს. ხოლო წარმოების სიჩქარე კი 12,000 ცალამდე დღეში. ამ ბლოკის ცეხს შეუძლია არა მარტო ბლოკის, არამედ ნებისმიერი ბეტონის ფიგურის დამზადება: ბარდიური, ნახევარ-ბლოკი, გარე ფასადის ფილები, ტროდუარის ბეტონის ფილები და სხვა. ეს დამოკიდებულია იმ ჩასასხმელ ფორმაზე, რომელსაც მოისურვებთ იქონიოთ შეძენის თანავე. დამატებითი ინფორმაციისათვის არ მოგერიდოთ ჩემთან დარეკვა.

ბლოკის ცეხი

ბილიკის დანადგარი

მუსან ჯგუფი მეორადი ბილიკის ცეხების სავაჭრო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. Mussan Group-ად წოდებული ეს საწარმო მეორადი ცეხების სექტორში თავისი საკუთარი ძალებით 2009 წლიდანაა შესული. მისი მარკეტინგი დაფუძნებული უშუალოდ მყიდველის ინტერესზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული მაჩვენებელი კი ჩვენს საქმიანობაში, ცეხების დასამზადებელი ქარხნისათვის კლიენტის პოვნა მევაჭრეების და გადამყიდველების ჩარევის გარეშე, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს მეორადი თუ ახალი საქონლის ქარხანის მიერ დადგენილი ფასი. რადგან ჩვენ მიერ მოცემული ორ წლიანი გარანტიაში შედის როგორც ახალი ასევე განახლებული მეორადი დანადგარებიც, ჩვენთვის მარტივდება მომხმარებლის ნდობის შენარჩუნება და ბილიკის დასამზადებელი ცეხის მეორედ ყიდვა.

მოზაიკური ბილიკის, მოსაპირკეთებელი დეკორაციული ქვებისა მაღალი სიმკვრივის და წვიმის წყლის ჟონვის მაღალი მაჩვენებლის გამო, უფრო ხანგრძლივ ექსპლოატაციის პერიოდს ფლობს. ზოსტად ამ გაჟონვის ფუნქცია აძლევს ქვას საშუალებას არ დაიტოვოს არც თავისთვის მავნე ნივთიერებები და არც მისი დამასუსტებელი წყალი. გაჟონილი წყალი გადის მოზაიკური ბილიკის ქვეშ მონტაჟის დროს დაყრილ ქვიშას და ერწყმება ნიადაგს. ბუნების ციკლის შენარჩუნებასთან ერთად უფრო მშვენიერია სიარული თქვენს დაგებულ მოზაიკურ ქვებზე გუბეების გარეშე.

ქვაფენილ ბილიკის დასამზადებელ ცეხს აქვს საშუალება თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ დაბეჭდილი ცემენტ ნარევი ქვის ფორმა. ამ ფორმების საშუალებით შეგიძლიათ არ შეზღუდდეთ და აგრეთვე დაბეჭდოთ სამშენებლო ბლოკები და ბარდიურებიც კი, პრესის ფორმის შეცვლით. მუსან ჯგუფის მიერ მოწოდებულ ცეხებს შეუძლია დღეში 15,000 მდე ამ ქვის დამზადება (8 საათის განმავლობაში). გიდრავლიკური პრესი ერთ დაბეჭდაზე ამზადებს 8, 18 და 36 ცალ ფილას და გამოაქვს დალაგებული გადასაზიდ პალეტზე.

ცეხის ფასი დამოკიდებულია მათ ძალაზე. ხოლო, მათი ჰიდრავლიკური ძალა, მეტყველებს ერთ დაბეჭდაზე გამოსული პროდუქტის რაოდენობაზე, რაც აისახება თქვენს დღიურ ბრუნვაზე. ბილიკის ცეხი იყოფა რამოდენიმე ჯგუფზე:

ხელის საპრესი დანადგარი: აქვს ვიბრაციის ფუნქცია, იპრესება ხელით, ესაჭიროვება სწორი ზედაპირი რათა დაყაროს ბლოკები და გააგრძელოს შემდეგის დაბეჭდვა ახლო თავისუფალ ადგილზე.

გაძლიერებული ხელის საპრესი დანადგარი: აქვს ვიბრაციის ფუნქცია, აქვს  ჰიდრავლიკური პრესი, ესაჭიროვება სწორი ზედაპირი რათა დაყაროს ბლოკები და გააგრძელოს შემდეგის დაბეჭდვა ახლო თავისუფალ ადგილზე.

მანუალური ბილიკის/ბლოკის ცეხი: სჭირდება ბუნკერში გამზადებული ნარევის ჩაყრა, და მზა ბლოკების გადაზიდვა საწყობში, სამართავად საჭიროა მემანქანე პულტთან.

ავტომატური ბილიკის/ბლოკის ცეხი: არ ითხოვს თქვენს ჩარევას გარდა ბულდოზერის მიერ მასალის ჩაყრისა და ზედიზედ დაწყობილი ბლოკების წყობების გადატანის.

ბილიკის ქარხანა დანადგარი
ბილიკის დანადგარი

მეორადი ბლოკის ცეხი

ბლოკის დანადგარის მინი ცეხის მუშაობის პრინციპი:

  1. სპეციალურ სარევში იყრება საჭირო პროპორციით ბლოკის შემადგენელი კომპონენტები წყალთან ერთად.
  2. ნარევის აზელვის შემდეგ შემდეგ ავტომატურად იტვირთება (საზელზე მაკონტროლებლის კონტროლით) სატარებელ ბილიკზე, ისე რომ აღარ არის საჭირო არც ექსკავატორის არც მუშახელის დახმარებით ამ მასალის ჩატვირთვა საპრეს დანადგარზე.
  3. ბილიკიდან ეს ნარევი ჩაედინება ბლოკის დანადგარის (blokis cexi) ბუნკერში სადაც გროვდება მანამ სანამ მემანქანე არ ჩართავს საპრესს და არ დაიწყებს დაბეჭდვას.
  4. ბიცარზე ბლოკების დაბეჭდვის შემდეგ, ადგილიდან დაუძრელად მოხდება მათი ფიცრიანად გაცურება. ამ დანადგართან ერთად მოყოლებული სპეციალური საწევი “ურიკა” გაძლევთ საშუალებას ადვილად შეაცუროთ ფიცარი და გადაიტანოთ სასურველ ადგილას.

სტანდარტული ბლოკის ცეხი:

ამ ყველაფერთან ერთად ჩვენს ეგრეთ წოდებულ სტანდარტულ პაკეტს ემატება რამოდენიმე კომპნენტი: ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირით, კონვეიერის ბილიკი, ცისტერნა, ცემენტის, სატვირთი მილი.

  1. ორმხრიანი ჩასაყრელი ვიბრაციული ძირი: გაძლევთ საშუალებას გადაანაწილოთ სხვადასხვა ბლოკში დანამატი მასალა ისე რომ შეიძლებოდეს მისი ხარისხიანად შერევა ცემენტსა და წყალთან შეხებამდე.
  2. დამატებითი კონვეიერის ბილიკი: ქვასა და დანამატებს უკვე გადანაწილებულსა და შესარევად გამზადებულს ყრის საზელში.
  3. ცისტერნა: მასში მოთავსებულია ცემენტის მასა რომელიც იყრება სარევში.
  4. ცემენტის სატვირთი მილი: აგრეგატი,რომლის საშუალებითაც მას ცემენტი იყრება საზელში.

ბლოკის დანადგარის ფასი დამოკიდებულია მის ბლოკის ერთეულების გამომუშავების და ამისათვის საჭირო მუშახელის ექსპლოატაციაზე.

მანუალური დანადგარის მაქსიმალური მონაცემები:

  • წარმოების სიჩქარე : 8 საათში ( 20x40x20)         11000 ცალი ბლოკი.
  • ჯამური ძალა (კვტ):                                     79
  • მონტაჟის ფართობი ( მ2 ):                            1750
  • ერთ ბეჭდაზე:                                           10 ც. 20-იანი/ 12 ც. 15-იანი/ 14 ც. 10-იანი ბლოკი/ 25 ც. ფასადის (ბილიკის ქვა)
  • პადონის ზომა:                                          95 x 115 x 4 სმ
  • წარმოებისთვის საჭირო პერსონალი :              6 მუშახელი
  • გადაზიდვის მოცულობა:                              3 ცალი 40’-იანი და 1 ცალი 20’ -იანი კონტეინერი

მანუალური დანადგარის მინიმალური მონაცემები:

  • წარმოების სიჩქარე : 8 საათში ( 20x40x20)         2.500 ცალი ბლოკი.
  • ჯამური ძალა (კვტ):                                    37
  • მონტაჟის ფართობი ( მ2 ):                           750
  • ერთ ბეჭდაზე:                                           4 ც. 20-იანი/ 6 ც. 15-იანი/ 8ც. 10-იანი ბლოკი/ 12 ც. ფასადის (მოზაიკური ქვა)
  • პადონის ზომა:                                          50 x 90 x 4 სმ
  • წარმოებისთვის საჭირო პერსონალი :              8 მუშახელი
  • გადაზიდვის მოცულობა:                              1 ცალი 20’-იანი კონტეინერი

როგორც ჩანს მონაცემებზე დაყრდნობით, ქარხანის ფართობი და მისი გადაზიდვის საშუალებით კონტეინერების რაოდენობაც კი მეტყველებს ფასზე. რაც დიდია ბრუნვის მოცულობა მით იზრდება თვით დანადგარის სიმძლავრე. დამატებითი ინფრმაციისათვის დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ჩემს პირადზე საქართველო: +955 568 000 865 თურქეთი: (+90) 536 223 01 46 გიორგი

blokis cexi

ბლოკის ცეხი

ჩვენი კომაპინა ბლოკის ცეხის ან ბეტონის ბილიკის ცეხის სექტორში კლიენტის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მუშაობით დღევანდელ მარკეტზე დიდი წინსვლითაა გამორჩეული. ახალი ცეხის ორ წლიან გარანტიისა, საამქროების შეკეთება-გაძლიერებაზე დაყრდნობილი კონტრაქტის და მათ შორის მეორადი დაზგების საგარანტიო პირობების საფუძველზე მოხდა ჩვენი საქმიანობის პოპულარიზაცია.

გარანტიის პირობა მოიცავს დაზიანების ან უვარგისიანობის შემთხვევაში ნაწილის შეცვლას, სადაც თვით ნაწილის ღირებულების გარდა სხვა ხარჯი მომხმარებელის გასაწევია. დაზიანებების სიხშირე მინიმუმამდე არის დაყვანილი ელექტრონული წამყვანი პლატების გერმანული და ფრანგული ხარისხის სტანდარტების შემცვლელობით.

დღესდღეისობით არსებული სხვა კომპანიებისგან გასხვავებით, არ გიტოვებთ უსიამოვნო, თავის ამატკიებელ სურპრიზებს. ბლოკის ცეხის აღჭურვილი მეტალის დეტალები უძლებს მაღალ დატვირთვას. სატარებალი ბილიკი, თუ სარევი, ექვემდებარება ორ წლიან დახმარებას, რაც თქვენ ყველანაირად გაზღვევთ მატერიალური დანაგარგისგან.

ჩვენ, MUSSAN Group, ოთხი წლის განმავლობაში ყოველ წელს ჩატარებული კამპანიების (აქციების) დროს შეძენილი საქონლის ღირებულება თითქმის დავიყვანეთ მეორადი ბლოკის დანადგარების ფასად. რაც გვაძევთ საშუალებას გახდეთ არა პატარა საამქროს, არამედ ავტომატური, საქართველოში ერთ-ერთი ოშვიათი ბლოკის ქარხანის მფლობელი.

ჩვენი ქარხნების ასარჩევად გჭირდებათ ჯერ გაიანგარიშოთ:

  • რა დღიური რაოდენობის ბლოკის ან ბილიკის დაბეჭდა გჭირდებათ,
  • რა ზომის და ტიპის ბლოკის დამზადება გსურთ,
  • გიღირთ თუ არა ფასის გაზრდის ხარჯზე დამხმარე მუშახელის შემცირება,
  • რა ფართობი გაქვთ გამოყოფილი ამ ქარხანის სრული მუშაობისათვის.

ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ტიპის ბლოკის ცეხი, რომლებიც, როგრც მიხვდით ერთმანეთისგან გასხვავდება ბეჭვდის სიჩქარით, მუშახელის საჭიროებითა და საწყისი მინიმალური ფართობით.

blokis cexi

ბლოკის ცეხი

 

ჩვენ მიერ დამზადებული ავტომატური ბლოკის ცეხი, თავის პროტოტიპებთან შედარებით ერთ-ერთი კონკურენტაბელური, ჩვენ მიერ მოცემული ორ წლიანი გარანტიით, იოლად ახერხებს ნებისმიერი ტიპის ცემენტის ბლოკის დამზადებას ნარევის დაპრესვის საშუალებით. მისი პოპულარობა განპირობებულია მაღალი მოთხოვნითა და კმაყოფილი მყიდველებით, რომლებიც კვლავ ყიდულობენ ჩვენგან იმავე დანადგარს, ან ავრცელებენ ჩვენს სახელს. არაა აუცილებელი რეკლამის გაშვება იმ პროდუქციაზე, რომელიც თვითონ ავლენს თავის უპირატესობას.ბლოკი: დღეს-დღეობით კედლის ასამაღლებაში გამოყენებული ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მასალა. ბუნებრივი ან სინთეტიკური აგრეგატების წყალთან შერევით მზადდება. კირი შეცვალა ცემენტმა, ხოლო აგური ცემენტის ქვიშასთან ან კენჭებთან, დროდადრო ნახერხთან არევით ფორმამიცემულმა ბლოკმა შეცვალა. ასეთი ნარევია რა მხოლოდ ბლოკის არამედ ქვის ბილიკის ან ბარდიურის დასამზადებლადაც გამოიყენება.

ჩვენი დაკვირვების საფუძველზე, შევამჩნიეთ, რომ დღესდღეისობით ბაზარზე არსებული არაკომპეტენტური სავაჭრო კომპანიები, რომლებიც არ ემორჩილებიან საერთაშორისო სტანდარტებს და დაბალ ფასში ცდილობენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვას, ხშირად ტოვენბენ მყიდველს სურპრიზების წინაშე. ეს აძლევს საბაბს თქვენი ნდობის გაქრობას ონლაინ მარკეტინგზე. ზუსტად ამის გათვალისწინებით შეგიძლიათ არ გვენდოთ სიტყვებზე და ლამაზ ნაწერებზე, არამედ თქვენ თვითონ ეწვიოთ ჩვენს ქარხანას სადაც ამზადებენ თქვენ სასურველ ბლოკის ცეხებს (ბლოკის დანადგარებს, ცეხებს).

მუსან ჯგუფი მუშაობის პრინციპი ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე. ზუსტად ეს გახლავთ, ჩვენი ბაზრის დიდი წილის მფლობელობის მიზეზი.

მუსან ჯგუფის ასორტიმენტის მოზაიკური ტიპის ქვის ბილიკის დანადგარების სხვადასხვა სახეობა გადის სამი ძირითადი პროცესის საფეხურიდან; დამზადება, ღებვითი სამუშაოები, და ტრანსპორტირება. ყოველ ამ საფეხურზე MUSSAN Group-ის კვალიფიციური მუშებისა და ტექნიკოსების, მათი დამკვირვებელი და ტესტერების ჯგუფებისაგან. ჩვენთან პროდუქციის ორ წლიანი უპირობო გარანტიით შეძენის შემთხვევაში, ჩვენ შეგიწყობთ ხელს ამ დანადგარის დამონტაჟებასა და ამუშავებაში სასურველ ადგილზე, კვალიფიციური პერსონალის ზენმხედველობით. გაყიდვის შემდეგ ჩვენთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი გახლავთ თქვენი, როგორც მომხმარებლის კმაყოფა. ასე რომ გაყიდვის შემდეგაც გაქვთ საშუალება ჩვენგან მიიღოთ ყოველგვარი კონსულტაცია.

საქართველოში ჩვენი პროდუქცია: ბლოკის ქარხანა, ბლოკის დანადგარები და სხვა, ასევე იყიდება მეორადის სახით. იმისათვის, რათა შეამციროთ თქვენი ხარჯები, და წამოიწყოთ ბიზნესი ბევრი დაგროვების და მეწილეების გარეშე შეგიძლიატ შეიძინოთ ჩვენგან იგივე ტიპის მეორადი ბლოკის დანადგარი ორ წლიანი გარანტიით.