ბლოკის დანადგარის ტიპები
ბლოკის დანადგარის ტიპები
ბლოკის დანადგარი; ქვიშის, პემზის, ხრეშისა და ცემენტის ნაერთი, ვიბრაციითა და წნევით შეიკუმშება. შეკუმშული მასალებისგან, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ყალიბის საშუალებით იწარმოება შესაბამისი ქვა; ამ პრინციპით მომუშავე მექანიკური ან ავტომატიზაციის კონტროლის ქვეშ,მომუშავე ჰიდრავლიკურ დგუშის დანადგარს ეწოდება ბლოკის დანადგარი.
ბლოკის დანადგარის გამოყენება სამშენებლო ინდუსტრიაში
ბლოკის დანადგარი; ეს არის ხშირად გამოყენებული დანადგარის ტიპი. ბლოკის ცნება გულისხმობს აგურს. ბლოკის დანადგარი არის დანაგარი რომელიც ფართომასშტაბიანად გამოიყენება შენობების სტრუქტურისა და საძირკვლის მშენებლობაში. არსებობს სხვადასხვა სახის გამოყენების წესი წარმოებული პროდუქტისა და პროდუქტის ზომის შესაბამისად. ეს სახეენი განისაზღვრება კლიმატური პირობების მიხედვით და შესაბამისად უპირატესობას ენიჭება კლიმატის პირობების შესაბამის დანადგარს. შენობები გეოგრაფიის მიხედვით იქმნება. გეოგრაფიული პირობების შესაბამისად, განისაზღვრება გამოსაყენეელი მასალა, ისეთები როგორიცაა ქვა, აგური და ბეტონი.
ბლოკის დანადგარის წარმოებისას გადიან ბევრ სხვადასხვა მექანიზაციის ეტაპს. შესაბამისი ეტაპების გავლის შემდგომ იწყება შეღებვის და გრუნტირების პროცესი. გრუნტირებისა და შეღებვის პროცესების დასრულების შემდეგ, ითვლება რომ დანადგარმა გაიარა მექანიზაციის ყველა ფაზა და სრულდება წარმოების ფაზა. შემდგომი ნაბიჯები არის პროდუქტის დამონტაჟების ეტაპი. მონტაჟი ხორციელდება არჩეული ადგილის მიხედვით. ბოლოს კი, პერსონალს, რომელმაც შემდგომ უნდა იმუშაოს დანადგარზე გადაეცემა ყველა საჭირო ინფორმაცია პროცესის წარმატებით წარმოებისთვის.
ბლოკის დანადგარი შეიძლება იყოს სრულად ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან მექანიკური(მანუალური), იმ ტერიტორიის შესაბამისად, სადაც ის იქნება გამოყენებული.
- მექანიკური(მანუალური) ბლოკის დანადგარი.
ამ ტიპის ბლოკის დანადგარში ყველაზე მნიშვნელოვანია ელემენტი ადამიანური რესურსია. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ ადგილებში გამოყენებას, სადაც სერიული ბლოკის წარმოება არ არის საჭირო. მუშაობის პროცესი უფრო რთული და შრომატევადია.
მანუალური ბლოკის დანადგარი ფუნქციონირებს დამატებითი ხელის დახმარებით. იგი ეფუძნება ოპერატორის მიერ კონტროლირებადი ჰიდრავლიკური მანქანიდან, ხელის ურიკებით პროდუქციის გამოშვებას და გასაშრობ ადგილას გადატანის პრინციპს.
თითოეული საწარმოო პალეტის მანქანაზე დაყენება და საშრობი ადგილას პალეტების გადატანა მთლიანად ხორციელდება მომუშავეების საშუალებით. შესაბამისად სამუშაო პორცესი მთლიანად დამოკიდებულია ადამიანურ რესურსზე. მეორეს მხრივ, ხელით ბლოკის დანადგარის ფასები, სხვა ბლოკის დანადგართან შედარებით. გაცილებით დაბალია.
2) ნახევრად ავტომატური ბლოკის დანადგარი
ეს არის დანადგარი რომელიც მანუალურ დანადგართან შედარებით უფრო მეტად გამოყენებადია და სრულად ავტომატურ დანადგართან შედარებით უფრო ნაკლებად გამოყენებადია. თუმცა, მისი სპეციალური ძრავისა და მიწაზე არსებული დუღაბის სისტემის წყალობით შეუძლია რეგულარული მასობრივი წარმოება.
ნახევრად ავტომატური დანადგარები. ოპერაციული სისტემების მიხედვით; ის შეიძლება დაპროექტდეს, როგორც მიწიდან ცენტრალიზებული სისტემა. მისი დაპროექტება შესაძლებელია 24 საათიანი სამუშაო გრაფიკის საფუძველზე. პროდუქცია დამზადება შესაძლებელია სხვადასხვა ავტომატიზაციის მოდელებში და სხვადასხვა სიმძლავრეებით. ეს არის დანადგარი, რომელსაც სპეციალური ძრავის მეშვეობით შეუძლია სერიული და მაღალი წარმოება.
3) სრულად ავტომატური ბლოკის დანადგარი
სრულად ავტომატური დანადგარების წარმოების შესაძლებლობა ძალიან მაღალია. სწრაფია და აქვს ძალიან მაღალი წარმოების სიმძლავრე.იგი დამონტაჟებულია ძალიან დიდ ქარხნებში. სრულად ავტომატური დანადგარს გააჩნია სპეციალური სისტემა, რომლის საშუელბითაც ყველა პროცესი იმართება და კონტროლდება კომპიუტერული ავტომატიზაციის საშუალებით. სპეციალურ კაბინეტში, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ირთვება კომპიუტერული ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პროცესების ავტომატურად წარმართვას. რათქმაუნდა, მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შეგიძლიათ მუშაობის შეჩერდება.
სრულად ავტომატური მანქანები ძალიან ეფექტური სისტემებია. ვინაიდან ეს არის სისტემა, რომელიც მუშაობს მინიმალური ადამიანური რესურსით, მინიმუმადეა დაყვანილი მუშახელის მიერ დასაშვები შეცდომების ალბათობა. ვინაიდან მთელ სისტემას აკონტროლებს მხოლოდ ავტომატიზაციური სისტემა, მზადდება მაღალი და სტანდარტული დონის პროდუქცია. ამ მახასიათებლების საშუალებით, სრულად ავტომატური დანადგარები, სხვა დანადგარებთან შედარებით უპირატესობით სარგებლობს, დეზავანტაჟად კი შეიძლება ჩავუთვალოთ მაღალი ფასი სხვა დანადგარებთან შედარებით. გარდა ამისა, რეგიონებში, სადაც ელექტრო ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული, არის შეფერხებების წარმოქმნის ალბათობა.