ელექტრო საჭერების დეტექტორი გამოსცადეს ამომცნობი მუშაობის პროცესში გამოსცადეს

ელექტრო საჭერების დეტექტორი
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საქართველოს მდინარეებსა და ტბებზე სპეციალური დანადგარები დამონტაჟდება, რომელიც ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ონლაინრეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას.

დანადგარი ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე გამოსცადეს. მოწყობილობის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მოადგილესთან ბესარიონ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.

დანადგარი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის ზემოქმედებას 100 მეტრის რადიუსში აღიქვამს, მომენტალურად ახდენს ლოკაციის იდენტიფიცირებას და ავტომატურ შეტყობინებას გადასცემს სპეციალურ სისტემას. მოწყობილობის საშუალებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე წამში მიიღებს ინფორმაციას, რაც საშუალებას შექმნის მოახდინოს დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება.

ტბებსა და მდინარეებში აღნიშნული მოწყობილობის დამონტაჟების მიზანი ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანაა.

დანადგარი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით გულბანმა და გიორგი კურტანიძემ შექმნეს, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობენ.

წყარო: kutaisitodaymoe.gov.ge, blokis danadgarebi

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Bir Cevap Yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir