ექსპორტი მთელ მსოფლიოში

ექსპორტი მთელ მსოფლიოში

ტექნიკის სექტორმა 2021 წლის პირველ კვარტალში 2 მილიარდ 409 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 პროცენტით გაიზარდა. ქვეყნები, სადაც სექტორის ექსპორტი ყველაზე მეტია_ აშშ, გერმანია, ერაყი, რუმინეთი, საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი და ეგვიპტე.

თურქეთის მთლიან ექსპორტში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტექნიკის სექტორმა 2020 წელს ჯამში 8,4 მილიარდი დოლარი შეადგინა  233 ქვეყანაში. სექტორის ექსპორტი, რომელიც ფოკუსირებული იყო წარმოებასა და დასაქმებაზე, წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 პროცენტით გაიზარდა და მიაღწია 2 მილიარდ 409 მილიონ დოლარს. ქვეყნები, სადაც ტექნიკის  ექსპორტი ყველაზე მეტია  აშშ-ში გერმანიაში, ერაყში,  რუმინეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ისრაელში, გაერთიანებულ სამეფოში, რუსეთში და ეგვიპტეში.

 

“სექტორის საშუალო საექსპორტო ერთეულის ფასი 5,2 დოლარია”_აცხადებს თეჯდელიოღლუ

მრეწველებისა და ბიზნესმენთა ასოციაციის (HISİAD) პრეზიდენტმა ჩეტინ თეჯდელიოღლუმ  განაცხადა, რომ 2020 წლის საშუალო მაჩვენებელი 3,7 დოლარი იყო,ტექნიკის სექტორის საშუალო საექსპორტო ერთეული (პირველი 30 GTIP– ის საშუალო) 5,2 დოლარია,”ექსპორტის ერთეულის ფასები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის კრიტიკულია,ჩვენმა ექსპორტიორებმა თავიანთი პროდუქციის გაყიდვისას უნდა გაითვალისწინონ ფასების კონკურენტუნარიანი პოლიტიკა გლობალური მასშტაბით,ჩვენ უნდა გავყიდოთ ის, რაც ექსპორტზე გვაქვს და პროდუქციის ფასი უნდა შეესაბამებოდეს მის ხარისხს,როგორც ტექნიკის სექტორი, ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით გავზარდოთ ხარისხ და აქედან გამომდინარე  დავიწყეთ ამ ძალისხმევისთვის  შედეგის მიღება.

 

“ექსპორტი მთელ მსოფლიოში”

თეჯდელიოღლუმ განაცხადა რომ: ”თურქეთის ეკონომიკისთვის უცხოურ ვალუტას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც მაკრო, ისე მიკრომასშტაბიან დონეზე, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობასა და წარმოებასთან დაკავშირებულ  ყველა ღირებულ ბიზნესმენს  უნდა ჰქონდეს შემდეგი ხედვ:_ როგორ შემიძლია გავხადო  ჩემი ექსპორტი მდგრადი?მრეწველებისა და ბიზნესმენთა ასოციაცია ყველაფერს აკეთებს  რომ ჩვენი სამრეწველო   ექსპორტი მდგრადი გახდეს.ციფრები არის ყველაზე კონკრეტული მაჩვენებელი  იმისა, რომ ჩვენი საქმიანობისთვის წინ მიიწევს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიამ  დიდი მხარდაჭერა  მოიპოვა წარმოების შესაძლებლობებისა და ხარისხის მხრივ,ახლა კი  დროა საექსპორტოდ გავიტანოთ პროდუქცია  არა მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ექსპორტის გარდა სხვა შანსი არ გვაქვს, რომ მივაღწიოთ სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. ”

 

”კონტეინერების პრობლემა და სატვირთო ფასების გადაჭარბებული ზრდა გრძელდება”

ჩეტინ თეჯდელიოღლუ აცხადებს რომ: „პანდემიის წელს წარმოქმნილი კონტეინერების პრობლემა და სატვირთო ფასების გადაჭარბებული ზრდა კვლავ გრძელდება, რის გამოც ჩვენი ექსპორტიორები ვერ იღებენ სასურველ შედეგს, გვყავს კომპანიები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი საქონელი მიაწოდონ მომხმარებელს კონტეინერის პრობლემის გამო, ვადის დაცვა არის ექსპორტის პირველი წესი, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპელი იმპორტიორებისთვის. მეორეს მხრივ, არსებობს პრობლემები, როგორიცაა ნედლეულის ფასების ზრდა და კომპანიებში კაპიტალის სიმცირე. იმისათვის, რომ გადავლახოთ ჩვენი ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პრობლემა, უნდა გავუხსნათ  ექსპორტიორებს გზა. ჩვენი სავაჭრო სამინისტრო და თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეა ამ საკითხზე სერიოზულ კვლევებს ატარებენ. მე მჯერა, რომ ეს პრობლემა 2021 წელს დასრულდება. ”

ვიზიტორთა კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. შეგიძლიათ გააკეთოთ პირველი კომენტარი ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით..