მანქანების სექტორის მხარდაჭერა ინვესტიციად იქცევა

მანქანების სექტორის მხარდაჭერა ინვესტიციად იქცევა

 

აჰმედ ოზკაიანმა, მანქანების მწარმოებელთა ასოციაციის (MIB) თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ საშინაო და ეროვნული მანქანების წარმოების ინდუსტრიის მხარდაჭერა სტრატეგიული სექტორია, იგი   გადაიქცევა წარმოებად და  ინვესტიციებით უკან  დაგვიბრუნდება.

აჰმეტ ოზკაიანმა განმარტა, რომ იმისათვის, რომ თურქეთი გამოვიდეს საშუალო შემოსავლის ხაფანგიდან, მას სჭირდება მაღალი სიჩქარით  პროდუქციის წარმოება, რაც მოცემულ ეტაპზე სექტორისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნა, რომ მანქანების ექსპორტის ერთეული წონის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე თურქეთის საშუალო მაჩვენებელი.

მან  ხაზი გაუსვა მანქანათმშენებლობის სექტორის განსხვავებული პერსპექტივიდან შეფასების მნიშვნელობას, რადგან იგი მხარს უჭერს ყველა წარმოების სექტორს თავისი დამატებითი ღირებულებით, ”ამ თვალსაზრისით გაწეული დახმარება კვლავაც დაბრუნდება  წარმოებაში და ჩვენი მანქანების მწარმოებლები პირველები იქნებიან დიზაინის, წარმოების და მაღალ ტექნოლოგიებზე გადასვლის საკითხებში. ის კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ელემენტად ჩვენს ქვეყანაში თავისი კვალიფიციური მუშახელით, ტექნიკური აღჭურვილობითა და ინფრასტრუქტურით”

”საშუალო შემოსავლის ხაფანგში გამოსავალი არის დამატებული ღირებულების პროდუქტები”

MİB– ის პრეზიდენტმა ოზკაიანმა განაცხადა, რომ ამ წლის 11 თვეში მანქანების ექსპორტის წონის ერთეულის  ღირებულება იყო 6,2 დოლარი / კგ, ხოლო თურქეთის საშუალო 1,5 დოლარი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ: ”სანამ ჩვენ არ ვაწარმოებთ მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტებს, საშუალო შემოსავლის ბადიდან  გამოსვლა შეუძლებელი იქნება”.

მან ასევე შეაფასა ინდუსტრიის ექსპორტის მონაცემები და განაცხადა, რომ ინდუსტრია მსოფლიოში 30-ე ადგილზეა, საიდანაც თურქეთის წილი 2017 წელს 14 მილიარდი დოლარი – 0,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წელს მიზნად ისახავს 18 მილიარდი დოლარის ექსპორტს. მანქანების წარმოების სექტორი მსოფლიოში 23-ე ადგილზეა, აქედან თურქეთის წილი_27.2 მილიარდი დოლარი და 1.3 პროცენტიანი იმპორტი.

”ჩანს, რომ მსოფლიო მანქანებით ვაჭრობისგან მიღებული წილი 2 ტრილიონი დოლარი, რეალურად ძალიან დაბალია და ამ სექტორს აქვს პოტენციალი, სერიოზულად  გაზარდოს უცხოური ვალუტის შემოდინება, ინვესტიციის პირობებში”

”მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ერთ ადამიანზე 10 ათასი დოლარის 40 პროცენტი მრეწველობიდან მოდის, ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 16 პროცენტია. მანქანების ექსპორტის 40 პროცენტი ხორციელდება განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, კანადა და რუსეთი. ექსპორტის ეს სტრუქტურა აჩვენებს, რომ ჩვენი მანქანების წარმოების სექტორი ძალიან კარგ მდგომარეობაშია მსოფლიო ბაზრებზე კონკურენციის მხრივ. CECIMO– ს პუბლიკაციების თანახმად, თურქეთი ევროკავშირის მე -7 ადგილზეა მანქანების წარმოებაში. ”-განაცხადა მან.

ვიზიტორთა კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. შეგიძლიათ გააკეთოთ პირველი კომენტარი ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით..