საქართველო

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

დედაქალაქი თბილისი  მოსახლეობა 3,720.4 მლნ ფართობი (კვ.კმ) 69,700 ენა ქართული

საქართველო  ევროპისა და აზიის გასაყარზეა განლაგებული და უძველესი ისტორიული მემკვიდრეობითა და უნიკალური კულტურით გამოირჩევა. იგი ტრანსკონტინენტური ქვეყანაა,რომელიც სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.ისტორიული ჩანაწერები საქართველოს შესახებ 4 ათას წელზე მეტს ითვლის, ხოლო ქართული ანბანი მსოფლიოს უნიკალურ ანბანთა რიცხვში შედის. საქართველო გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებით. საუკუნეების მანძილზე ქვეყანაში გვერდი-გვერდ ცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსის მოსახლეობა.

1991 წელს საქართველო გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან და გამოაცხადა დამოუკიდებლობა.სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა . 2003 წელს მოხდა ვარდების რევოლუცია. საქართველოს მთავრობის მისწრაფება ნატოში,ევრო კავშირა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში .გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.საქართველო  უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროსევრო საბჭოსსუამისმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური       თანამშრომლობის.

თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები:

საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 76 მოქმედ ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს არეგულირებს.თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ამასთან, საქართველო დაინტერესებულია გაზარდოს ექსპორტი თურქეთის ბაზარზე.აღსანიშნავია საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. წარმატებულად გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის  და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის სრულფასოვნად რეალიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს

დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე-ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალ შესაძლებლობას ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს შორის.სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

briket-makinasi-2
briket-makinasi-2

საქართველო-თურქეთის ურთიერთობა ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის – მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დონეზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა ანკარის განცხადებას“, რომელშიც ასახულია საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

 ამჟამად საქართველოში 3 200-ზე მეტი თურქულ-ქართული ერთობლივი კომპანია ოპერირებს.მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მოსახლეობა ხშრად მიმართავს თურქეთს სხვადასხვა სამშენებლო დანადგარების შესაძენად,სხვა ქვეყნებთან შედარებით ფასები მისაღებია, მარტივია ტრანსპორტირება და სათადარიგო ნაწილების შესაძენადაც ნაკლები დრო იხარჯება რაც მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაო პოტენციალს

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir