ბლოკის ბიზნესი

09.12.2017
1.118
ბლოკის ბიზნესი

ბლოკის დანადგარები და მოზაიკური ბილიკის – ქვაფენილის ქვის დასამზადებელი დანადგარები დღეს საკმაოდ აქტუალური თემაა. სამშენებლო მასალის ბლოკების (დაპრესილი აგურის) სახით დამზადება ყოველთვის მოთხოვნადია. ყოველ წელს საქართველოში მატულობს მშენებლობა, დეკორაციული მრეწველობა, იქნება ეს ეზო, ტროტუარები, თუ ქვაფენილი საჭიროა საიდანღაც ამ მოთხოვნის კომპენსირება. მოთხოვნის ზრდად კოეფიციენტთან ერთად გეძლევათ თქვენი ბიზნესის წამოწყების, გაზრდის, სარგებლის ნახვის საშუალება.


მუსან ჯგუფი მეორადი ბილიკის დანადგარების სავაჭრო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. Mussan Group-ად წოდებული ეს საწარმო მეორადი დანადგარების სექტორში თავისი საკუთარი ძალებით 2009 წლიდანაა შესული. მისი მარკეტინგი დაფუძნებული უშუალოდ მყიდველის ინტერესზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული მაჩვენებელი კი ჩვენს საქმიანობაში, დანადგარების დასამზადებელი ქარხნისათვის კლიენტის პოვნა მევაჭრეების და გადამყიდველების ჩარევის გარეშე, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს მეორადი თუ ახალი საქონლის ქარხანის მიერ დადგენილი ფასი. რადგან ჩვენ მიერ მოცემული ორ წლიანი გარანტიაში შედის როგორც ახალი ასევე განახლებული მეორადი დანადგარებიც, ჩვენთვის მარტივდება მომხმარებლის ნდობის შენარჩუნება და ბილიკის დასამზადებელი დანადგარის მეორედ ყიდვა.

რა თვისებებს ატარებს ქვის ბილიკი?

მოზაიკური ტიპის ბეტონის ბილიკები გამძლეა დიდი წონის, მტვრევადობის, კოროზიის ყინვისა და წვიმის მიმართ. მისი სასიარულო ბილიკად გამოყენება ნიშნავს მშრალ და მჟონავ სასიარულო ნიადაგს ძლიერი წვიმის დროს.

ქვის ბილიკის სიმკვრივე მოცულობის პროპორციული განაწილების შემთხვევაში 15 სმ სისქის ბეტონის ნარევის ტოლია. ეს ქვის ბილიკისდანადგარის საშუალებით დამზადებული ქვა ასფალტზე და დრენაჯულ ბილიკზე გაცილებით გამძლეა. მისი წონის მიმართ სიმაგრის გამძლეობა, ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე 450-დან 600 კილოგრამამდეა. გაღუნვის გამძლეობა კვადრატულ სანტიმეტრზე 60 კგ-ის ტოლია.

დანადგარების ფასი დამოკიდებულია მათ ძალაზე. ხოლო, მათი ჰიდრავლიკური ძალა, მეტყველებს ერთ დაბეჭდაზე გამოსული პროდუქტის რაოდენობაზე, რაც აისახება თქვენს დღიურ ბრუნვაზე. ბილიკის დანადგარი იყოფა რამოდენიმე ჯგუფზე:

ხელის საპრესი დანადგარი: აქვს ვიბრაციის ფუნქცია, იპრესება ხელით, ესაჭიროვება სწორი ზედაპირი რათა დაყაროს ბლოკები და გააგრძელოს შემდეგის დაბეჭდვა ახლო თავისუფალ ადგილზე.

გაძლიერებული ხელის საპრესი დანადგარი: აქვს ვიბრაციის ფუნქცია, აქვს  ჰიდრავლიკური პრესი, ესაჭიროვება სწორი ზედაპირი რათა დაყაროს ბლოკები და გააგრძელოს შემდეგის დაბეჭდვა ახლო თავისუფალ ადგილზე.

მანუალური ბილიკის/ბლოკის დანადგარი: სჭირდება ბუნკერში გამზადებული ნარევის ჩაყრა, და მზა ბლოკების გადაზიდვა საწყობში, სამართავად საჭიროა მემანქანე პულტთან.

ავტომატური ბილიკის/ბლოკის დანადგარი: არ ითხოვს თქვენს ჩარევას გარდა ბულდოზერის მიერ მასალის ჩაყრისა და ზედიზედ დაწყობილი ბლოკების წყობების გადატანის.

ვიზიტორთა კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. შეგიძლიათ გააკეთოთ პირველი კომენტარი ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით..